სამაგისტრო ნაშრომების დაცვის წესი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
- სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება Zoom-ის საშუალებით (წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება დეკანის ბრძანებით);
- ბრძანება განთავსდება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ასევე კათედრები აღნიშნულ ინფორმაციას აცნობებენ მაგისტრანტებს;
- zoom-ში ჩართვა განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად შედგენილი კომისიის თავმჯდომარის ID მისამართით და პაროლით, რომელიც წინასწარ ეცნობებათ მაგისტრანტებს;
- მაგისტრანტები სამაგისტრო ნაშრომების მატერიალურ ვერსიას, შესაბამისი რეცენზიებით წარადგენს კათედრაზე. კათედრა აღნიშნულ მასალებს გადააბარებს კომისიის მდივანს;
- სამაგისტრო ნაშრომებისა და რეცენზენტების ელ. ვერსიების თავმოყრის ორგანიზებას განახორციელებს შესაბამისი კათედრა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას გადააგზავნის კომისიის მდივანთან;
- მაგისტრანტს ევალება CD-ზე ჩაწერილი წარმოადგინოს როგორც სამაგისტრო ნაშრომი, ასევე რეცენზიებისა და ხელმძღვანელის დასკვნის სკანირებული ვერსიები;
- კომისიის მადივანი მაგისტრანტების მიერ წარმოდგენილი მასალის ელ. ვერსიას (სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე) გადაუგზავნის კომისიის წევრებს;